საქართველოში ქორწინების მოტივით სწავლა 75-მა მოზარდმა შეწყვიტა, 835 კი მშობელი გახდა

ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარასა და მარნეულშია. 2017 წელს იძულებით ქორწინების 6 ფაქტი, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 41 შემთხვევა დაფიქსირდა, სკოლაში სწავლა შეწყვიტა 75-მა მოზარდმა, 835 არასრულწლოვანი კი მშობელი გახდა.

ადრეულ ასაკში ქორწინება არის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ–ერთს სრულწლოვანების ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

მსგავსი ქორწინება ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლოატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას არღვევს.

18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია აიკრძალა, რამაც შემთხვევათა შემცირებაზე დადებითი გავლენა იქონია.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია,  შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს,  სამართალდამცავ უწყებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაცია ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით, სუსტია. ამას მოწმობს ისიც, რომ სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 98 შემთხვევა შეისწავლა’’.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ქორწინების იძულების მუხლით, გამოძიება 6 ფაქტზე დაიწყო, მოგვიანებით 5 შემთხვევაში მოკვლევა შეწყდა,ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.