საქართველოში ყოველი ახალშობილი 4 ათას ლარზე მეტი ვალით იბადება

„მთავრობა ერთი წლით ადრე გეგმავს რამდენი ვალი უნდა აიღოს და რამდენს უნდა შეადგენდეს  ეს  როგორც ნომინალში, ისე ეკონომიკასთან მიმართებაში. სახელმწიფო ვალი დაუგეგმავად არ გაიზარდა. ვალის ზრდა ყოველთვის ცუდი პრაქტიკაა და რაც ნაკლებია მით უკეთესია. მთავრობა ვალებს  ძირითადად რამდენიმე მიმართულებით იღებს, ერთ-ერთია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ხარჯები — ეს შეფასება ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა  „კომერსანტთან“ მთლიანი საგარეო ვალის ზრდის შეფასებისას გააკეთა.

ხორგუაშვილის შეფასებით, საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზე არ არის, მაგრამ ფულის სესხების ტემპი მაღალია:

„ნომინალში რომ ვნახოთ, არასდროს არაფერს არ  გვეტყვის ვალი. ეკონომიკასთან (მშპ-ს თან) მიმართებაში ვალი არის 43-44 % . ხუთი წლის წინ სამთავრობო ვალი მშპ-სთან  34 %  იყო. მკვეთრი ზრდაა ბოლო პერიოდში.  ეს მეტწილად უკავშირდება ლარის კურსის გაუფასურებას, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა განაგრძობს ვალის სწრაფი ტემპით აღებას. ეს ყველაფერი მოქმედებს  ქვეყნის რეიტინგებზე, გადახდისუნარიანობაზე და საკრედიტო მდგომარეობაზე. ვალი მშპ-სთან მიმართებაში უნდა იყოს დაბალ ზღვარზე. რადგან ეს არის სიგნალი ინვესტორებითვის. ისეთი ტემპებით, რითაც ვალის აღების მიმართულებით მივდივართ, ჩვენ კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით. შეიძლება  ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ არ ვიღუპებით, მაგრამ იზრდება ვალი მშპ-სთან მიმართებაში, რაც ცალსახად უარყოფითია. საშუალოდ ყოველი ახალშობილი იბადება 4,5 ათას ლარზე მეტი ვალით. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული ვალის შემცირებაზე.“

აქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.5 მლრდ აშშ დოლარი (42.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 111.5 პროცენტია.

 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო – 238.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო, ვალი 21.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 57.0 და 9.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ეროვბული ბანკის მონაცემებით სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (17.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (13.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.5 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 297.7 მლნ აშშ დოლარი (718.8 მლნ ლარი; მშპ-ს 1.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 824.5 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი) და 892.2 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.7 პროცენტი).

commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.