საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 4.9% შეადგინა

2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა, წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 4.2 პროცენტიანი ზრდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის აგვისტოში გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.5 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.6 პროცენტი), თევზეული (1.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.2 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2.2 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.6 პროცენტიანი მატება, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.9 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე (1.6 პროცენტი).

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.