საქართველოში 2017 წელს 23 ათასი ტონა ნავთობი გადამუშავდა

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ორი ლიცენზიანტი ქარხანა მუშაობს- შპს “გლობუსი” და “ზდ ნავთობის კომპანია”. მათ გასულ წელს 23 425 ტონა ნავთობი გადაამუშავეს, საიდანაც მიიღეს 3 424 ტონა ნაფტა, 2 197 ტონა ბენზინი, 9 986 ტონა დიზელი და 8751 ტონა მაზუთი.

კომპანია “გლობუსის” წარმადობა წელიწადში 80.000 ტონაა, ხოლო კომპანია “ნავთობის კომპანია” წლიურად 130.000 ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტები სრულად აკმაყოფილებენ ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს. შემოწმების შედეგად საავტომობილო ბენზინში ტყვიის შემცველობა არ აღმოჩენილა. ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება ასევე ქვეყანაში წარმოებული სხვა ტიპის ნავთობპროდუქტები.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი
წყარო: bm.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.