საქართველოში 32% – ღარიბია, 37% კი – ზომიერად ღარიბი

საქართველოში, საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება. 32% – ღარიბია, 37% – ზომიერად ღარიბი, 24% – მოწყვლადი ჯგუფი.  ასეთია მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგი.  მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბებასთან ერთად, ქვეყანაში საშუალო ფენა ფაქტობრივად ქრება.

სპეციალისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რეალურად ამ ტერმინში რომელიც ფენაც მოიაზრება, იმ სოციალური ჯგუფის ადამიანები ახლაც არ არსებობენ ქვეყანაში.

“ის კატეგორია, რომელსაც 3000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი არიან დაახლოებით 32 000. მთელ მოსახლეობასთან თანაფარდობაში ეს გამოდის, 1%-ზე ნაკლები. ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნის 1%-ია საშუალო ფენა, რეალურად კი ასეთი კატეგორია საერთოდაც არ გვყავს”, – აღნიშნა ანალიტიკოსმა ვახტანგ ჭარაიამ “რეზონანსთან” საუბრისას.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.