საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი კომისია დავით გარეჯში ერთობლივ აზომვებს განახორციელებს

საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში განიხილეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაიგეგმა საველე სამუშაოები: ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება.

19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.