საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს! – შოტლანდიელთა მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი

“საქართველო ძლიერი ნაკრებია და ისინი იმსახურებენ ექვს ერში შესვლას, არ აქვს მნიშვნელობა ხვალ ისინი მოიგებენ თუ დამარცხდებიან, მე არაერთხელ მითქვამს და ვამბობ, რომ ქართველები ექვს ერში თამაშს იმსახურებენ, – ასეთი განცხადება გააკეთა შოტლანდიელთა მწვრთნელმა ვარჯიშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ჩვენი დონის ქვეყანა პირველად ჩამოვიდა საქართველოში, ვიცით, რომ ქართველებს ერთ-ერთი საუკეთესო მორკინალები ჰყავთ და ჩემს მორაგბეებს საკმაოდ დიდი ძალის დახარჯვა მოუწევთ, ჩვენ ვიცით, რომ რთული მატჩი გველის”, -აღნიშნა მან

თაუნსენდის აზრით, “საფრანგეთთან პირველ თამაშში ფიზიკურად არ ვყოფილვართ კარგად მომზადებულები და ამან გამოიწვია ჩვენი მარცხი, ხოლო მეორე მატჩში ეს ყველაფერი დავხვეწეთ, ქართველი მორაგბეები თამაშში დიდ ემოციას და ენერგიას დებენ და ჩვენი მთავარი მიზანი დაცვაში კარგი თამაში იქნება”.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.