საქართველო ინტერნეტის სიძვირით მსოფლიოში 71-ე ადგილზეა – სტატისტიკა

სტატისტიკურმა სააგენტო NUMBEO-მ გამოიკვლია მსოფლიოს 91 ქვეყანაში არსებული ინტერნეტფასები. შედეგად, 91-ქვეყნიან სიაში, საქართველო 71-ე ადგილზეა. ამის შესახებ Agora წერს.

60 Mbps ან ცოტა მეტი სიჩქარის მქონე ინტერნეტი საქართველოში, საშუალოდ, 6,97 აშშ დოლარი ღირს.

ინტერნეტი ყველაზე იაფი უკრაინაში (4.31 აშშ დოლარი), ვენესუელასა (4,50 დოლარი) და რუსეთშია (7,46 დოლარი). ყველაზე ძვირი კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (102,52 აშშ დოლარი).

ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით კომპანიებმა აბონენტებთან ახალი ხელშეკრულებები ოთხ თვეში უნდა გააფორმონ. შესაბამისი დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 11 მაისს მიიღო.

ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ ინტერნეტის სიჩქარეს და ნახავენ რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებგვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.