საქართველო ისლამისტი მებრძოლების მიერ შესაძლოა გამოყენებული იყოს, როგორც უსაფრთხო ტერიტორია ძალების აღსადგენად – ამერიკელი ექსპერტი

ამერიკელი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ელენა პომოკოვა აცხადებს, რომ საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა სირიიდან წამოსულ რადიკალებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს, რადგან მათ შესაძლოა, ახმედ ჩატაევის მსგავსად, საფრთხე შეუქმნან ქვეყანას.

„საქართველოს მდებარეობა ჩრდილოეთ კავკასიასა და თურქეთს შორის ისლამისტი მებრძოლების მიერ შესაძლოა გამოყენებული იყოს, როგორც უსაფრთხო ტერიტორია ძალების აღსადგენად. სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა დაუთმოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან მათ შესაძლოა, ახმედ ჩატაევის მსგავსად საფრთხე შეუქმნან ქვეყანას. არ ვთვლი, რომ პანკისის ხეობა მებრძოლებისთვის სატრანზიტო ზონაა, რადგან აქედან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა რთულია, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სირიიდან და ერაყიდან ჩამოსული ადამიანები დაბრუნდნენ პანკისში, რადგან ეს მათი სახლია. შესაძლოა, ეს პირები ISIS-ით გულაცრუებულები არიან და სურთ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ხელისუფლებასა და საზოგადოების მხრიდან“-განაცხადა პომოკოვამ სტრატეგიული უსაფრთხოების ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც რადიკალური ექსტრემიზმის საფრთხეებზე და იმ სტრატეგიაზე იმსჯელეს, რომელის საჭიროებაც ISIS-ის კოლაფსის შემდეგ დადგა.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.