“საქართველო მივიდა აბსურდამდე… ოლიგარქი უნდა გავაგდოთ!” – გიორგი შენგელაია

„ქართული ოცნება” აბსოლუტურ კრახშია. ყველა რევოლუციის და ხელისუფლების შეცვლის წინ, მთავრობა იჭერდა ბევრ ხალხს. ახლაც ასე იქნება. მთავრობა, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით იჭერს ადამიანებს და სვამს ციხეში, ის უკვე დამთავრებული მთავრობაა,”- აცხადებს რეჟისორი გიორგი შენგელაია.

ეს არის ანტისამთავრობო აქცია. ერთ მხარეს ხალხია, მეორე მხარეს – მთავრობა. მე აქტიურად ვმონაწილეობ, ახლა ამ მიტინგის ფარგლებში შევქმენი „საქართველოს რესპუბლიკის გადარჩენის კომიტეტი”, სადაც იქნებიან სულ ნაცნობი, გამოჩენილი და ერუდირებული ადამიანები. ახლა მიტინგს დრამატურგია აკლია და ჩემთვის ეს არის შემდეგი ეტაპი.

საერთოდ, მე აღტაცებული ვარ იმ ხალხით, ვინც ეკვეთა ამ მილიცია-პოლიციას. თავიდან ფეხებამდე ვუჭერ მხარს ამ აქციას. საქართველო მივიდა აბსურდამდე. აბსურდია, როცა ქვეყანას ოლიგარქი მართავს. პარტიის თავმჯდომარეა მხოლოდ და ამ დროს ფაქტობრივად ყველა საკითხს ეს წყვეტს. მოლდოვაში იყო ასეთი ოლიგარქი და გააგდეს. ანუ, უკვე პრეცედენტი არის და ჩვენც გავაგდებთ.

ეს ფაქტი მიუღებელი იყო, მაგრამ ეს არის პატარა მიზეზი იმის, რომ დაიწყო ეს. უკვე დავღეჭეთ ეს ამბავი. არ უფრო ღრმა ფესვები უნდა ეძებოთ. ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტები დაწყებული იყო, პანკისში, ჭიათურაში, ხალხი, მუშები გამოვიდნენ. ახლა ეს პროტესტი კიდევ გაიზრდება… დემონსტრაციებზე გამოდის ხალხი, როცა მშიერია, როცა ვერც შვილებს ინახავენ, ვერც მედიცინას იხდიან.

რობერტ სტურუა არის ლოთი… ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს, „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო”, ყველა. ახლა ყველა პარტია საჭიროა. ახლა „ნაციონალური მოძრაობა” სჯობს ბიძინას გუნდს.

„ქართული ოცნება” აბსოლუტურ კრახშია. ყველა რევოლუციის და ხელისუფლების შეცვლის წინ, მთავრობა იჭერდა ბევრ ხალხს. ახლაც ასე იქნება. მთავრობა, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით იჭერს ადამიანებს და სვამს ციხეში, ის უკვე დამთავრებული მთავრობაა.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.