საქართველო უძველეს ცივილიზაციათა რეიტინგის ათეულში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ვებგვერდი The toptens.com ავრცელებს

საქართველო თავისი უძველესი ცივილიზაციით, ერებით, ტრადიციით, დამწერლობითა და ისტორიით მესამე პოზიციაზეა. მას წინ საბერძნეთი და ეგვიპტე უსწრებს. პირველ პოზიციას საბერძნეთი იკავებს, ხოლო მეორეს-ეგვიპტე.  რეიტინგი უძველესი ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა, ხოლო ვებგვერდის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომენტარის სახით დაწეროს თავისი აზრი ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ, ასევე დაასაბუთოს, თუ რატომაა ქვეყანა უძველესი ცივილიზაციის მქონე.

ამ დროისთვის საქართველოს შესახებ სულ 100 კომენტარია დაწერილი და მისი რეიტინგი 9% შეადგენს. უძველეს ცივილიზაციათა რეიტინგში მომდევნო პოზიციებს იკავებს ჩინეთი, რომი, ინდოეთი, სპარსეთი და სხვ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.