„საქართველო NATO-ს წევრი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ჯავახეთს სომხებს დაუთმობს“

იმ ფონზე, რომ ამა წლის სექტემბერში საქართველომ შესაძლოა, NATO–ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს, სომეხ ექსპერტთა წრეებში ჯავახეთის სომხური სათვისტომოს პოზიციებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთების მაგალითზე ჯავახეთის სომხურმა დიასპორამ შესაძლოა, დამოუკიდებლობა მოითხოვოს.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო NATO–ში გაწევრიანდება, სავსებით მოსალოდნელია, რომ ჯავახეთში თურქული ჯარი დააყენონ“, – განაცხადა სომხეთის პარლამეტის წევრმა, სომეხთა კავშირ „ჯავახკის“ თავმჯდომარემ შირაკ ტოროსიანმა და იქვე დასძინა, რომ „სომხური სათვისტომოს მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები გამორიცხულია, თუმცა შესაძლებელი“.

„საქართველოს NATO–ში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა, ზუსტად ამ ასპექტში განვითარდება ახალი დაპირისპირება საქართველი–რუსეთს შორის. ამავდროულად, თურქული ჯარის საქართველოში შესაძლო შემოყვანა შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, „იქნება ეს NATO თუ სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია ნებისმიერი სხვა სახელით, ჯავახეთის სომხურ ეთნოსში ეს ნაბიჯი თავდაცვის რეფლექსს გამოიწვევს“.

„ეს ჩვენში გენეტიკურად დევს. რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია, გახდეს NATO–ს წევრი და მას თავისი ამოცანები აქვს, თუმცა სომხური ეთნოსი არასდროს აიტანს თურქ ჯარისკაცებს მათი დასახლების ადგილებში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სახელმწიფოში ცხოვრობენ სომხები“, – განაცხადა შირაკ ტოროსიანმა და დასძინა, რომ „სომხების მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები არ პროგნოზირდება, თუმცა თურქული ჯარის შემოყვანა სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს“.

წყარო : /www.marshalpress.ge/

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.