საქსტატი: სასტუმროებსა და რესტორნებში 34300 ადამიანია დასაქმებული

სასტუმროებისა და რესტორნების ქსელში 2017 წლის III კვარტლის მონაცემებით 34300 ადამიანია დასაქმებული. საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, მომსახურების ამ სფეროს ბრუნვა, სამი კვარტლის მონაცემებით, 474.8 მილიონი ლარია.

ოფიციალური ციფრებით, იმავე პერიოდში დარგმა 477 მილიონი ლარის პროდუქცია გამოუშვა. რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების ქსელში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, საქსტატის ინფორმაციით, ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 822 ლარია.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: