საქსტატი: საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათ მიერ გაწეული ხარჯები შემცირდა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში მილიონ 600 ათასი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 2.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. საქსტატის მონაცემებით, იმის მიუხედავად, რომ მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა, მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხა შემცირდა. საქსტატის გათვლებით ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდი ლარია, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტზე კი საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი ვიზიტი, 35.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ყველაზე მეტად უცხოელები თბილისს (670.1 ათასი) და ქვემო ქართლს (273 ათასი ვიზიტი) სტუმრობდნენ.

ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ. აღნიშნულ პერიოდში საკვებსა და სასმელზე საშუალო ხარჯმა ვიზიტზე 232.9 ლარი შეადგინა. სულ დახარჯულია 310.5 მილიონი ლარი , განთავსებაზე ერთმა ვიზიტორმა დახარჯა 228.9 ლარი (ჯამში 305.3 მილიონი ლარი), 165.2 ლარით ( ჯამში220.2 მილიონი ლარი) კი მესამე ადგილზეა გართობაა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.