საქსტატი – საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 166.6 ლარია, ხოლო ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 443 ლარი

„საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 2 ლარით ნაკლებია. უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ ცნობით, საარსებო მინიმუმი ცალკეული კატეგორიების მიხედვით ასეთია: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 188.1 ლარი; საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 166.6 ლარი;

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 315.5 ლარი; ამასთან, ივნისში ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 266.5 ლარით განისაზღვრა, სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 299.8 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის – 333.1 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 374.8 ლარი, ხოლო ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 443 ლარი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.