საქსტატი: ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები 8,1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა პარლამენტს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში გაუგზავნა. დოკუმენტს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში ინფლაციის დონეზე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ წლიური ინფლაციის დონემ 6,7 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციაზე 2,2 პროცენტული პუნქტით აისახა ფასების ზრდა სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე. კვლევაში ნათქვამია, რომ ფასები 21,3 პროცენტით გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, 12,6 პროცენტით გაძვირდა ხილი და ყურძენი.ასევე გაძვირებულია ხორცი და ხორცის პროდუქტები 8,8 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 8,0 პროცენტით, ზეთი და ცხიმი 6,4 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაოზე კი ფასი 6,1 პროცენტით გაიზარდა.

ფორმირებაზე გავლენა ასევე იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის სფეროში. ფასები ამ შემთხვევაში14,9 პროცენტით არის მომატებულია, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ასევე გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20,8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელებზე ფასები 17,5 პროცენტით გაიზარდა, რაც 1,12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასების 36.6 პროცენტიანი მატება ასევე დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე.

საგრძნობლად არის მომატებული ფასები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რაც 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (15,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (6,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,8 პროცენტი).

ავტორი: ბაჩო ადამია 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.