საშიშია თუ არა WiFi-ს გამოსხივება

ნებისმიერი სახის გამოსხივების მიმართ ადამიანებს შიშნარევი დამოკიდებულება აქვთ. მათ შორის ბევრს აწუხებს კითხვა – არის თუ არა მავნე ლოკალური ქსელის ტექნოლოგია WiFi.

ეს რადიოსიხშირული გამოსხივებაა და როუტერს ის ბევრად სუსტი აქვს ვიდრე მობილურ ტელეფონს. მობილური ტელეფონებისაგან მოდის არაიონიზებული რადიოსიხშირული გამოსხივება, რომელიც 100%-ით შესწავლილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ტელეფონისგან მომავალი ტალღებიც ბევრად სუსტია, ვიდრე იონიზებული გამოსხივება, რომელიც რენტგენული სხივების (ინფრაწითელი და გამა-გამოსხივების) მსგავსია და ორგანიზმის ქსოვილებში შეღწევა და დეენემის სტრუქტურის შეცვლით უჯრედების დაზიანება შეუძლია.

თუმცა, არიან ადამიანები მაღალი ელექტრომაგნიტური მგრძნობელობით (“ვაიფაიზე ალერგიით”). მათ ჩართული WiFi-ს ფონზე უჩნდებათ სხვადასხვა სიმპტომები: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სისუსტე, უძილობა, გამონაყარი, გულისრევა და სხვა. მაგრამ კვლევებით გაირკვა, რომ ასეთი ადამიანები ცუდად ხდებოდნენ მაშინაც, როდესაც არაფერი იყო ჩართული.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.