„სახედრის როლმორგებული ქართველობა ყველა სისულელეს იჯერებს უკვე…“

მწერალი და ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„—- იმედი, გახარია და რეალობა — იმედი მაშინ არის საიმედო როცა ის სახედრის ცხვირთან ჩამოკიდებულ სტაფილოს არ ემსგავსება. არადა დღევანდელი ქართველობა ერთი ერთში გავს ასეთ სახედარს, რომელზეც ივანიშვილია თავისი სოროსელებიანა შემომჯდარი და გაძვალტყავებულ ვირს ხან სტაფილოს გადმოუკიდებს ცხვირთან და ხან ქორფა ბოსტნეულს. ვირი კი გარბის და მისდევს „სტაფილოსიმედს“. ეს პრიმიტივი გონებისთვის მოფიქრებული თამაში კი წარმატებით გრძელდება, რადგან სახედრის როლმორგებული ქართველობა ყველა სისულელეს იჯერებს უკვე.

გახარიას მოსვლით და გუშინდელი აგენტი სახეების გადანაცვლებით სისტემა არ იცვლება. სისტემა, რომელიც სოროსის მითითებებით მართავს ქვეყანას და შთამომავლობას ანტიქართული განწყობებით გვიზრდის. ამ რკინისებურ სისტემას კი დღემდე ვერავინ ვერაფერი დააკლო, თუმცა დიდი მცდელობაც არ ყოფილა ანტისოროსული მოძრაობებისა. გიორგი გახარია ამ უსახურ პოლიტიკურ ფონზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ პოლიტიკოსად გამოიძერწა.

ვნახოთ რას შეძლებს, რა ცვლილებებს გაატარებს და რამდენად შეავიწროვებს სოროსელთა ბოგინს ტელესივრცეში, განათლებაში, კულტურაში, ეკონომიკაში, სოფელში, მიგრაციულ საკითხებში ტურიზმში და ასე შემდეგ. თუ ახალი პრემიერიც ამ სამშობლოს დამხურდავებელ გუნდთან ერთან შეუდგა ათასჯერ ნატრიალები ნეოლიბერასტული სცენარის შესრულებას რა აზრი აქვს ასეთ საკადრო ცვლილებებს მთავრობაში?

გურამ ქართველიშვილი“.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.