“სახელმწიფომ კი არ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი, არამედ თავად უნდა შევიდეს 42 %-იან წილში“ – ახალი იდეას ექსპერტები აფასებენ

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ სოციალუ ქსელში ახალი ინიციატივა გაავრცელა. მისი თქმით, თუ კონსორციუმი ვერ მოძებნის პროექტიდან გასული ამერიკული კონტის ალტერნატივას, სახელმწიფომ კი არ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი, არამედ თავად უნდა შევიდეს 42 %-იან წილში.

ამ სიხალეს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 

ეს საკითხი „კომერსანტთან“ დარგის სპეციალისტება განიხილეს. ანაკლიის პორტის მშენებლობაში ხელისუფლების მიერ 42 %-იანი წილით შესვლას გია ხუხაშვილი და ზვიად ხორგუაშვილის უერთიერთსაპირისპირო არგუმენტებით ამყარებენ. მათი პოზიციები განსხვავებულია, თუმცა ერთ რამეში თანხმდებიან – რუსული ინტერესები.

გია ხუხაშვილი:

„შეიძლება ცუცქირიძე ხელისუფლების მესიჯებს აჟღერებდეს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მე სახელმწიფოს მიერ 42 %-იანი წილის შეძენას მივესალმები და არამგონია თავად კონსორციუმი იყოს ამის წინააღმდეგი. მივესალმები იმიტომ, რომ საუბარია მინორიტარულ წილზე, ანუ უფრო ნაკლები ვიდრე ხაზარაძის წილი. შესაბამისად, ხელისუფელება ვერ იქნება გადაწყვეტილების მიმღები და ვერც პროექტს ჩაშლის.  ერთადერთი გასათვალისწინებელია სახელშეკრულებლო პირობები. ვფიქრობ, აქციების გამოსყიდვის ოფცია უნდა დაიტოვოს მაჟორიტარმა აქციონერმა, ანუ თუ რაიმე ეჭვები გაჩნდება, ხაზარაძეს ჰქონდეს უფლებამოსილება გამოისყიდოს ის წილებიც. თუმცა, მე არ მგონია, რომ ხელსიფულება 42 %-იანი წილით შევიდეს პროექტში, რადგან სულ სხვა ამოცანა აქვს. მას საერთოდ კონსორციუმის გაყვანა უნდა თამაშიდან და მთელ ამ პერიოდში ზუსტად ამის მცდელობა ჰქონდა. ახლა უცებ წილში შესვლა, ალოგიკური მგონია. მაშინ რა საჭირო იყო ამდენი ბრძოლა?!“.

ხუხაშვილისგან განსხვავებით ზვიად ხორგუაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს ხელისუფლების მიერ პორტის მშენებლობას ან რაიმე წილით პროექტში შესვლას. მისი თქმით, ეს ბიზნესის საქმეა. თანაც იმის გამოცდილება, რომ პროექტს მთავრობა წარმატებით აკეთდებდეს, ფაქტობრივად, არ არსებობს. ყველაზე მნიშვნლოვანი არგუმენტი, რის გამოც ხელისუფლება ანაკლისი პროექტში არ უნდა ჩაერთოს, ეს მისი  დამოკიდებულებაა. ხორგუაშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველი ძალა იყო და არის ერთადერთი, ვინც პორტის აშენებას დღემდე ხელს უშლის:

„ძალიან ცუდი იდეა აქვს ცუცქირიძეს, რადგან ანაკლიის პორტის აშენებაზე არანაირი პრობლება არ არსებობდა, სანამ სახელმწიფო არ გამოჩნდებოდა და არ არევდა სიტუაციას. მან პრობლემები შეუქმნა არამხოლოდ ორ კონკრეტულ პიროვენებას, არამედ მთლიანად დიდ სისტემას – თიბისი ბანკს, თიბისი კაპიტალს და უშალოდ ამ პროექტს. ინვესტორები სწორედ ხელისუფლების განცხადებების გამო დაფრთხნენ“.

გარდა ხელისუფლების მიერ ანაკლიის პროექტისადმი ხელიშემშლელი ქმედებებისა, ხორგუაშვილი ყურადღებას კიდევ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს:

„ნებისმიერ შემთხვევაში პორტი უნდა ააშენონ ინვესტორებმა, კერძო სექტორის ჩართულობით, სხვა არავინ. რატომ? -პირველი იმიტომ, რომ  ზოგადად მთელ მსოფლიოში და ისტორიის მანძილზე ეკონმიკური თავსლაზრისით სახელმწიფოზე უკეთესი დამგეგმავია კერძო სექტორი და კომპანიები. ყველა კველევა ამას ცხადყოფს  და ეს კარგად ჩანს თუნდაც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც. საუაბრია ხელისუფლების მიერ პორტის აშენებაზე, როცა მისი უმეტესი პროქეტები  კეთდება ან ძალიან ძვირად, ან ძალიან დაგვიანებით ან საერთოდ არ კეთდება. შესაბამისად ის, რომ სახლეწიფოს რამეს კარგად გააკეთებს, ამის იულუზია არ  უნდა გვქონდეს. ხელისუფლება ძალაინ არაფექტიანია“.

მეორე მნიშვნელოვანი ელემენტად ხორგუაშვილი შესაძლო და მოსალოდნელ რისკებს ასახელებს. მისი თქმით, მსგავს ვითარებაში თავისუფლად შესაძლებელია პროექტის პოლიტიზირება:

„წარმოიდგინეთ ორი პარტნიორი აკეთებს საქმეს და მათ შეიძლება მოუვიდეთ დავა, რაც ხშირად ხდება. როცა სახელმწიფოა , ცალსახად ის გკარნახობს და გიწესებს პრიოებებს. ნებისმიერ შემთხვევაში შენ გიწევს მას დაეთხმო. განსხვავებით იმ გარემოებისგან,  როცა საქმე სახლემწიფოსთან არ გაქვს და საბაზრო პირობები გკარნახობს ყველაფერს.  კიდევ ერთხელ – ხელისუფლების მიერ ბიზნესში ჩართულობა კომუნისტური და საბჭოური გამოცდილებაა, რაც არასწორია“,— ამბობს ხორგუაშვილი.

ანაკლიის პროექტში ხელისუფლების ჩართულობის ერთადერთ ალტერნატივად ზვიად ხორგუაშვილი კომუნიკაციების მიმართულებას ასახელებს. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ანაკლიის პროექტის ჩავარდნა რუსული ინტერესების მთავარი მიზანია, ექსპერტი ამაში დარწმუნებულია. ხელისუფლება კი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აღნიშნულს ხელს უწყობს:

„თუ ვსაუბრობთ მაგალითად, ელექტროგაყვანილობაზე ან გზებზე და ა.შ. აქ შესაძლებელია სახელწმიფო ჩაერთოს, რადგან დღეს აღნიშნული საქმიანობით ისაა დაკავებული. ის მსოაზრება რომ ხელისუფლებას პროექტის წილის შეძენა იმიტომ სურდეს, რომ რუსეთის გამო ხელი შეუშალოს მის განხორციელებას, აქ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი:

აშკარაა და ამას დასავლეთიც ადასტურებს, რომ პროექტის ჩავარდნა რუსულ ინტერესებშია. მთელი ამ დროის მანძლზე კი ვუყურებდით იმას, რომ ერთდაერთი, ვინც ანაკლიის პორტის აშენებას ხელს უშლის, ეს საქართველოს მთავრობაა. შესაბამისად ნებით თუ უნებლიეთ, მთავრობამ ითამაშა რუსული თამაში. იმ შემთხვევაშ თუ ხელისუფლებამ მართლაც შეიძნა ანაკლიის პროტის 42 %-იანი წილი, ეს უკვე იქნება დემონსტრაციული ხელისშეშლა. სხვათაშორის, მთარობას სჩვევია ამგგვარი მიდგომა – დემონსტრაციულად გააკეთოს ცუდი საქმე, რათა ხალხს თავისი ძალა დაანახვოს და ძალაუფლება გაიძლიეროს“.

სალომე ლემონჯავა

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.