სახელმწიფომ მძღოლებისგან ბოლო 7 წელიწადში, 500 მილიონი ლარი ამოიღო – რითი ავსებს ივანიშვილის უუნარო ხელისუფლება ბიუჯეტს?

საგზაო წესების დარღვევისთვის სახელმწიფომ მძღოლებისგან 2019 წელს, მხოლოდ 6 თვეში 62 804 915 მილიონი ლარი ამოიღო. აქედან, 30 927 677 მილიონი ლარი მხოლოდ ვიდეოჯარიმებზე მოდის.  „2020NEWS”-მა შს სამინისტროდან ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ბოლო წლების სტატისტიკა გამოითხოვა და როგორც მონაცემებიდან ჩანს, საგზაო წესების დარღვევისთვის ჯამში, სახელმწიფომ მძღოლებისგან 459 661 439 მილიონი, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი მიიღო.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჯარიმების რეკორდი 2018 წელს მოიხსნა. სამართალდამცავებმა გასულ წელს 90,931,488 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერეს და ავტომანქანების მფლობელმა მძღოლებმა გადაიხადეს. აქედან 36,294,883 მილიონი ლარი ვიდეოჯარიმებზე მოდის. დიდი ალბათობით, წელს 2018 წლის „რეკორდი გაუმჯობესდება“, რადგან, მიმდინარე წელს, მხოლოდ 6 თვის მონაცემების მიხედვით, თითქმის 63 მილიონი ლარის ჯარიმები უკვე გამოწერილია. ტენდენციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წლის ბოლოსთვის ეს ციფრი გაორმაგდება და 100 მილიონ ლარს საგრძნობლად გადააჭარბებს.

შს სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა 2017 წელს ჯარიმებში 59,178,140 მილიონი ლარი გადაიხადეს, აქედან 6,405,846 მილიონი ვიდეოჯარიმებში; 2016 წელს საერთო ჯარიმების რაოდენობამ 56,563,990 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან ვიდეოჯარიმზე 7,720,460 მილიონი ლარის გადახდა მოხდა. 2015 წელს 61,263,323 მილიონი ლარი გადაიხადეს დამრღვევმა მძღოლებმა და აქედან 8,330,908 მილიონი ვიდეოჯარიმებზე მოდის. 2014 წელს ეს ციფრი 61,066,594 მილიონს შეადგენდა და აქედან 10,562,285 მილიონი ლარი ვიდეოჯარიმებიდან ამოიღეს. 2013 წელს მძღოლები 67,852,986 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, საიდანაც 12,579,129 მილიონი ვიდეოჯარიმებზე მოდის. 2012 წელს, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხანაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, 40,371,041 მილიონი ლარის ჯარიმები გამოიწერა და აქედან 8,023,971 მილიონი ლარი ვიდეოჯარიმებზე მოდის. 2011 წლის მონაცემების მიხედვით კი – ჯარიმებში მძღოლებმა 63,938,713 მილიონი ლარი გადაიხადეს და აქედან 3,011,771 მილიონი ლარი ვიდეოჯარიმებზეა.

2005 წლიდან დღემდე კი მილიონიობით ჯარიმაა გამოწერილი. 2005 წელს 51 299 ათასი ჯარიმა გამოიწერა; 2006 წელს – 378 012 ათასი; 2007 წელს 441 058 ათასი; 2008 წელს 402 758, აქედან 40 249 – ვიდეოჯარიმა; 2009 წელს 454 599 და 41 139 ვიდეოჯარიმა; 2010 წელს 648 665 და აქედან 57 822 – ვიდეოჯარიმა. 2011 წელს 933 839 ჯარიმა, აქედან 92 989 ვიდეოჯარიმაა. 2012 წელს სამართალდამცავებმა 532 514 ჯარიმა გამოწერეს, აქედან 141 896 ვიდეოჯარიმაა. 2013 წლის ანგარიშზე 1 141 328 ჯარიმაა და აქედან 258 382 ვიდეოჯარიმეზე მოდის. 2014 წელს 1 245 127 ჯარიმაა გამოწერილი, 275 869 კი – ვიდეოჯარიმაა. 2015 წელს 1 431 439 საჯარიმო ოქმი დაიწერა, ხოლო ვიდეოჯარიმებზე – 294 309 მოდის. 2016 წელს ეს ციფრი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და 1 163 031 შეადგინა, აქედან 320 935 ვიდეოჯარიმებით დაფიქისრდა. 2017 წელს 1 419 873 ჯარიმაა გამოწერილი, ხოლო ვიდეოკამერებმა 398 839 დარღვევა დააფიქსირეს. 2018 წელს გამოწერილმა ჯარიმება 2 მილიონს გადააჭარბა და ეს ციფრი 2 191 828-ია. აქედან 1 191 834 ვიდეოჯარიმებზე მოდის. დინამიკა ცხადყოფს, რომ 2019 წელი გასული წლის რეკორდს მოხსნის, რადგან მხოლოდ 6 თვის მონაცენებით, მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით, გამოწერილია 1 559 877 საჯარიმო აქტი, ხოლო ვიდეოკამერების მიერ დაფიაქსირებულია 812 674 დარღვევა.

საგულისხმოა, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, რასაც ავტომობილების მძღოლებისათვის უნდა გაემარტივებინა კანონდარღვევის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და 10 სამუშაო დღეში გადახდის შემთხვევაში, სავალდებულო საურავზე 20%-იანი შეღავათით ისარგებლებდა. 2019 წლის მონაცემებით, მძღოლების მიერ 20% შეღავათით სარგებლობის 354 546 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ, მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემით, 13 276 923 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2018 წლის დასაწყისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა. ამჟამად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით – 2204 ვიდეოკამერა მოქმედებს. მათ შორის 829 ნომრის ამომცნობია, 1375 კი ზოგადი ხედვის კამერაა.

https://2020news.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.