სახელმწიფო დეპარტამენტი: ამჟამად პოტენციურად სახიფათო 50 ქვეყანაა

მან კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ მათი ქმედებები ამერიკის ხელისუფლებას აშფოთებს.
სკინერმა განმარტა, რომ მეოცე საუკუნეში, აშშ საგარეო პოლიტიკაში საბჭოთა კავშირთან კონფრონტაციაში იყო ჩართული, მაგრამ მას შემდეგ “მსოფლიო შეიცვალა და დღეს განსხვავებული” ვითარებაა.
მისი თქმით, ეს არა მხოლოდ ის ქვეყნები არიან, რომელთაც ბირთვული იარაღი გააჩნიათ, არამედ საინფორმაციო და ეკონომიკურ სივრცეში თავდასხმაც შეუძლიათ. თუმცა სკინერმა აღნიშნა, რომ აშშ-სთვის “მთავარი გამოცდა” განვითარებადი ქვეყნები იქნება, რომლებიც „ბირთვულ კლუბს“ შეუერთდნენ.

მანამდე, CSIS-ის ანალიტიკოსებმა ევროპაში რუსეთში მზარდი გავლენის შესახებ ანალიზის შედეგები გამოაქვეყნეს. ანგარიშის ავტორების განცხადებით, საერთაშორისო სანქციები ხელს არ უშლის მოსკოვს, რომ ევროკავშირთან ურთირთობები გაუმჯობესდეს.
მაგალითად, ავსტრიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში რუსეთის კომპანიების ინვესტიცია 2007 წელს 13.2 მილიარდიდან 96 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.