სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტის დაწესებას გეგმავს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა.

“ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ფედერაცია 1991 წლის კანონით განსაზღვრულ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღის შესახებ პირობებს არღვევს”, – განაცხადა ნოიერტმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი ინფორმაცია კონგრესს მიაწოდა.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ კანონის დებულებების შესაბამისად ვიმოქმედოთ, რომელიც დამატებით სანქციებს ითვალისწინებს“,-ციტირებს სააგენტო „როიტერი“ მის სიტყვებს.

ამა წლის აგვისტოში,  სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადო, რომ რუსეთს “მძიმე” სანქციებს დაუწესებს, თუ მოსკოვი არ უზრუნველყოფს “საიმედო გარანტიებს”, რომ ქიმიურ იარაღს აღარ გამოიყენებს და არ უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო სპეციალისტებმა მათი ქიმიური ობიექტები შეამოწმონ.

“ipress.ge”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.