სახურავზე ჩარჩენილმა თუთიყუშმა მეხანძრეებს აგინა და გაფრინდა

ლონდონში თუთიყუში, სახელად ჯესი, სახლის სახურავზე გაიჭედა, რის გამოც მის დასახმარებლად მეხანძრეები გამოიძახეს. თუმცა მოულოდნელად ფრინველმა მათ აგინა. ამის შესახებ Metro წერს.

როდესაც ერთ-ერთი მაშველი კიბით სახურავზე ავიდა და თუთიყუშს „მე შენ მიყვარხარ“ უთხრა (მას დაარიგეს, რომ ამ სიტყვებით თუთიყუშს მიიჩვევდა), თუთიყუშმა იგივე ფრაზით უპასუხა, შემდეგ კი შეაგინა სიტყვებით f**k off.

ჯესი სახლიდან გაიპარა და მეზობლის სახლის სახურავზე 3 დღე იჯდა. პატრონებმა მისი სახურავიდან ჩამოსვლაზე დათანხმება ვერ შეძლეს, რის გამოც მეხანძრეები გამოიძახეს.

თუთიყუშის პატრონები ფიქრობდნენ, რომ  ის დაშავდა, თუმცა როდესაც მეხანძრეები სახურავზე ავიდნენ, ის ჯერ სხვა სახლის სახურავზე გადაფრინდა, შემდეგ კი ხეზე.

როგორც გამოცემა წერს, მოგვიანებით ის მშობლიურ სახლში დაბრუნდა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.