სერგეენკო: მედიკამენტებზე ფასდაკლების რესურსი არსებობს

“მედიკამენტებზე ფასდაკლების რესურსი არსებობს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კმპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს აქვთ რესურსი ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფინანსური ბარიერი შემცირდეს.

„ჩვენ გაგაცნობთ ჩვენ ჩამოყალიბებულ ხედვას სტარტეგიულ მიმართულებაზე. სტარტეგიული მიმართულება და რეალობა არის ის რომ ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსახლეობის მიწვდომადობაა ამბოლატორიულ მედიკამენტებზე. აქცენტირება არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტები, რომლებიც ადამიანმა უნდა მიიღოს ხანგრძლივად. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი გამოწვევა. შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა ქრონიკული – 23 დასახელების მედიკამენტის მიწოდებას, დაგვანახა ის საჭიროება, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია, თუმცა არასაკმარისი, რადგან მოსახლეობის მეტ ნაწილს – იგულისხმება ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და ასე შემდეგ, – მათთვის კვლავ მაღალ ფინანსურ ბარიერებთან არის დაკავშირებული მედიკამენტებთან მიწვდომადობა. მეორეს მხრივ, ფარმაცევტუმლ კომპანიებთან თანამშრომლობამ დაგვანახა წარმატება მსგავსი თანამშრომლობის. მეორე მხრივ ამ პროგრამამ რომელიც შარშან მაისში დავიწყეთ ცალსახად დაგვანახა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს. 23 მედიკამენტზე, საშუალოდ 150%-ით არის ნაკლები , ვიდრე ეს არის საბაზრო ფასები. კონკრეტულ ანალიტიკაზე დაფუძნებით ვფიქრობ, რომ სახელმწიფო და კერძო პარტნიორობას დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მივიღოთ ის რომ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე მივაღწიოთ ფინანსური ბარიერების მნიშვნელოვან შემცირებას. არამარტო 100 000-ზე ნაკლები ქულის მქონე მოქალაქეებზე, არამედ დაბალი შემოსავლების მქონე მოქალქეებზეც“, – განაცხადა მინისტრმა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.