სერგეი მირონოვი: საქართველოსთან სავაჭრო კავშირების შენარჩუნების აზრს ვერ ვხედავ – რუსეთი ივანიშვილის “ოცნებისთვის” ეკონომიკური პანღურის ამოსარტყმელად ემზადება?

საქონლის იმპორტის აკრძალვა ადეკვატური რეაქცია იქნება თბილისის ანტირუსულ გამოსვლებზე და საქართველოს ხელისუფლების დესტრუქციულ პოლიტიკაზე, განაცხადა Справедливая Россия-ს თავმჯდომარე სერგეი მირონოვმა.

სერგეი მირონოვი მიიჩნევს, რომ სამგზავრო ავიამიმოსვლის შეჩერება დროული ზომაა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.

“მოდი პირდაპირ ვთქვათ, ღვინის და პროდუქტების იმპორტი საქართველოდან – ეს ქველმოქმედებაა ამ ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. თანაც ქველმოქმედება სამამულო მეღვინეების და აგრარულ სექტორში დასაქმებულების ხარჯზე… ვერ ვხედავ სავაჭრო კავშირების შენარჩუნების აზრს ანტირუსული პოლიტიკის თანამიმდევრულად გამტარებელთან”.

პ/ს. სერგეი მირონოვი პარტია “Справедливая Россия”-ს და რუსეთის სათათბიროს ანალოგიური სახელწოდები მქონე ფრაქციის თავმჯდომარეა. იყო რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე (იერარქიულად სახელმწიფოს მესამე პირი).2004 წელს კენჭს იყრიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე და ამავე დროს აცხადებდა, რომ ის თავად პრეზიდენტად პუტინის არჩევას უჭერდა მხარს. იყო ერთ-ერთი პირველი და მთავარი ინიციატორი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის 4 -დან 5 ან სულაც 7 წლამდე გაზრდის. გამოდიოდა წინადადებით, რომ კონსტიტუციაში შეეტანათ შესწორება, ამოეღოთ ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ერთ და იგივე პირს არ შეიძლება ეკავოს პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ ორზე მეტი ვადით და ცაეწერათ, რომ ერთ და იგივე პირს აქვს უფლება დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა სამზე მეტი ვადით.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.