სექსუალური ძალადობა 15 წლის გოგოზე – 66 წლის პედაგოგი დაკავებულია

70 წლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი გუშინ დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 141-ე – გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე ისჯება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ა.კ. სენაკში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,’-ნათქვამია განცხადებაში.

“შაბათის კურიერში” 15 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის შესახებ მომზადებული რეპორტაჟის ანონსის გასვლის შემდეგ, საქმით პროკურატურა და პოლიცია დაინტერესდა. დღის ბოლოს გოგონა, რომელიც საკუთარ პედაგოგს ამხელდა, გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმეში ჩართულია საია, სწორედ მისი წარმომადგენლის თანდასწრებით მიმდინარეობდა არასრულწლოვანის გამოკითხვა. მოზარდი 3 საათის განმავლობაში ყვებოდა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის დეტალებს.

წყარო: pirveliradi.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.