სექ­ტემ­ბრი­დან მე­დი­კა­მენ­ტებ­ის ფასი კვლავ გაიზრდება

იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდება და ლარის გაუფასურება გაგრძელდება, სექ­ტემ­ბრი­დან მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე შესაძლოა, ფა­სე­ბი გაიზარდოს. ამის შესახებ, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ირი­ნა ჭე­ლი­ძემ განაცხადა.

“იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­ნარ­ჩუნ­და, ყვე­ლა გა­და­ხე­დავს ფა­სებს, იმი­ტომ რომ არ­სე­ბობს კონ­კუ­რენ­ცია, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რი. 99% მე­დი­კა­მენ­ტი­სა, დო­ლარ­შია შე­ძე­ნი­ლი და ისე შე­მო­დის, ამი­ტომ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მო­ი­მა­ტებს ფა­სე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ძი­რი­თა­დი მოხ­მა­რე­ბის წამლებზე ფა­სე­ბი მკვეთ­რად არ გა­იზ­რდე­ბა, თუმ­ცა ეს ზრდა სხვა ტი­პის პრო­დუქ­ცი­ას შე­ე­ხე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მა­ინც გაძ­ვირ­დე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა “ამბებთან” ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.