სვანიძის და შევჩენკოს ჩხუბი კამერამ პირდაპირ ეთერში აღბეჭდა

სამოქალაქო აქტიურუბის და სამოქალაქო თავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სვანიძის და ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოს ხელჩართული ჩხუბი youtube-ზე,  პირდაპირ ეთერში კამერამ აღბეჭდა.

სტალინის პიროვნების  განხილვა გადაცემის ბოლოს, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა: “საბჭოთა კავშირი იბრძოდა, ნიკოლოზ კარლოს ძე კი დღეს მოსკოვთან დაღუპულების საფლავებს აფურთხებს, რადგან ფრანგები დანებდნენ და გერმანელების მოკავშირეები გახდნენ, ჩვენი ოფიცრები კი სტალინის მეთაურობის წყალობით, ბოლომდე იბრძოდნენ”-განაცხადა შევჩენკომ.

“ახლოს რომ იყო, სიფათში მიიღებდი”-განაცხადა სვანიძემ.

“კი ბატონო, აქ ვარ! ადექი და დამარტყი”-უპასუხა შევჩენკომ.

ჩანაწერში, სვანიძე შევჩენკოს ურტყამს, რის შემდეგაც ჟურნალისტი დარტყმებით პასუხობს და ისტორიკოსს იატაკზე აგდებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.