სირიაში თურქული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სირიაში თურქული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაავრცელა.

მისი თქმით, სამხედრო ვერტმფრენი ქურთმა მებრძოლებმა აფრინში ჩამოაგდეს. ბორტზე ორი სამხედრო იმყოფებოდა. ორივე გარდაიცვალა.

როგორც ერდოღანმა მმართველი პარტიის მხარდამჭერების შეკრებაზე განაცხადა, თურქეთი მომხდარს პასუხის გარეშე არ დატოვებს.

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენ ახლა ომში ვართ… შეიძლება დავკარგოთ ვერტმფრენი, თუმცა ამისთვის ისინი საფასურს გადაიხდიან“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

თურქეთმა აფრინში გამაგრებული სირიელი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია 20 იანვარს წამოიწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქურთებმა თურქეთის არმიიის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს და ეს ფაქტი ანკარაშიც დაადასტურეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფრინში გუშინ მომხდარი შეტაკებების დროს ცხრა სამხედრო დაღუპა და 11 დაიჭრა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბთან რიგით მეხუთე სამხედრო საგუშაგოს მოწყობა დაიწყო. თეირანთან და მოსკოვთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თურქეთს იდლიბის პროვინციაში მსგავსი 12 ბლოკ საგუშაგოს მოწყობა აქვს დაგეგმილი.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.