სირიის არმიის ყოფილი გენერალი ირწმუნება, რომ ასადი ამ დრომდე ქიმიური იარაღის ასობით ტონა რეზერვს ინახავს

 სირიის ხელისუფლება ამ დრომდე ასობით ტონა ქიმიურ რეზერვს ინახავს. განცხადება ამის შესახებ ბრიტანული ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის არმიის ყოფილმა გენერალმა გააკეთა.

ზაჰერ ალ საკატის თქმით, ბაშარ ასადმა მარაგი 2014 წელს ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების რეალიზების დროს დამალა და ახლა არსენალს ქალაქ ჰომსისა და ტარტუსის პორტის მახლობლად ინახავს, სადაც სირიაში რუსეთის მთავარი სამხედრო ბაზაა განლაგებული.

ალ საკატი სირიაში ქიმიური იარაღის ქვედანაყოფის მეხუთე დივიზიას ხელმძღვანელობდა. მან ქვეყანა 2013 წელს დატოვა. სამთავრობო ძალების მიერ მიტანილ ბოლო ქიმიურ შეტევას იდლიბში 4 აპრილს 100-მდე მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.