“სირცხვილიას” მხარდამჭერი ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს

ალპინისტმა ზურა კვესიტაძემ „სირცხვილიას“ მხარდაჭერი ბანერი მყინვარწვერზე აიტანა კამპანიის #აქედანაცსირცხვილია-ს ფარგლებში. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები მოძრაობის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

5 054 მეტრის სიმაღლიდან ალპინისტი ზურა კვესიტაძე და სხვები საზოგადოებას 20 სექტემბრის აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებენ.

მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ვნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ შეიქმნა და უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა სახის საპროტესტო კამპანიას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ, „სირცხვილიას“ საპროტესტო მუხტი უფრო გაძლიერდა -20 სექტემბერს, 20 ივნისის მოვლენების სამი თვის თავზე, მოძრაობა პარლამენტის შენობის წინ დიდ საპროტესტო აქციას გეგმავს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.