სირცხვილი !!! ამდენი ხალხი „ ქართულ მარშს“ ტროტუარზე მიყვებოდა !!!

თბილისში დღეს „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლების  მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის  დარბევა გაიხსენეს. მოქალაქეები თავდაპირველად რუსთაველის თეატრში  შეიკრიბნენ, შემდეგ კი, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს.

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ შეკრებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„სირცხვილი !!! ამდენი ხალხი „მარშს“ ტროტუარზე მიყვებოდა !!! ეს არის ამათი გამოყვანილი თბილისი !!! ბიძინას გადაეცით ვინმემ,რომ როდესაც მმართველ პარტიას მიტინგზე ასე სასაცილოდ ცოტა ხალხი გამოყავს,ეს ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს !!! თუ ნაცებზე გაქვთ ხელისუფლების გადაცემა გადაწყვეტილი,ამ ხალხს მაინც რაღას ანერვიულებთ??? უთხარით პირდაპირ და ეს დაზაფრული ხლხი დაისვენებს მაინც !!!“ – წერს სანდრო ბრეგაძე.

alia.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.