სისხლიანი დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის

შსს-მ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის, გუშინ გვიან ღამით მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინცინდენტის შედეგად, ძიუდოისტი სოსო წელაური დაიჭრა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულია 4 პირი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან პატულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია. – წერს „ნიუპოსტი“.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.