სიღარიბე და ბანკებში “დაზალოგებული” მთელი საქართველო

რამდენად მწვავეა ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა და როგორ შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა კომერციული ბანკების მიმართ? ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში, რომელიც მან “საზოგადოებრივ მაუწყებელს” მისცა, ვრცლად ისაუბრა ჭარბვალიანობაზე, რომელიც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს, ახსენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა, სადაც ამის შესახებ ეწერა, რომელიც მას დაუმალეს და ისიც თქვა, რომ კვირიკაშვილს ხშირად შეახსენებდა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა.

“ჭარბვალიანობაში მთავარი დამნაშავე სიღარიბეა?!”
 
გიორგი კეპულაძე, “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი: “არ მომწონს, როცა ადამიანები, რომლებსაც რაღაცების შეცვლა შეუძლიათ, პრობლემაზე მხოლოდ საუბრობენ და ყველაფრის სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ. თუ მმართველ გუ­ნდს პრობლემის მოგვარ­ების ბერკეტი აქვს, იმოქმედოს. ივანიშვილის განცხადება­ ორ კომერციულ ბანკთან დაკავშირებით არ უნდა განვიხილოთ როგორც ბიზნესმენის განცხადება, ეს მისი, როგორც პოლიტიკოსის განცხადებაა. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ პარტიებმა და მათ შორის მმართველმა გუნდმა კვლევები ჩაატ­არეს. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დემონიზებული სექტორი კო­მერციული ბანკებია. ივანიშვილიც ყველა ბანკს ხომ არ დასდებდა ბრალს ქვეყნის­ “გადაჭმაში”, რადგან თავადაც ბანკის მფლობელია? ამიტომ გამოარჩია ორი ბანკი, რომლებიც ფინანსური სექტორის 70%-ს ფლობენ, და ქვეყნის დაქცევა დააბრალა.

რა თქმა უნდა, მოსახლეობაში ჭარბვალიანობის პრობლემა არსებობს, რადგან ქვეყან­აში სიღარიბეა, ხალხს არ ჰყოფნის შემოსავლები და სჭირდება ფული, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანონ. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ სხვადასხვა ფინანსურ­ ინსტიტუტს და აქვთ არა მხოლოდ ბანკების­, არამედ ყველაზე პრობლემატური მცირე სესხები, რომლებსაც მეტწილად ე.წ. ინტერნეტგამსესხებელი ორგანიზაციები და მიკროსაფინანსოები გასცემენ. ჩემი აზრით, ბანკებზე მეტად, სწორედ მათი ბრალია ჭარბვალიანობა”-აცხადებსკეპულაძე “კვირის პალიტრასთან”.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.