“სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1000 წელი გახდება” – კემბრიჯის გენეტიკოსების უნიკალური პროექტი

კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, ობრი დი გრეის აზრით, შესაძლებელი გახდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 1000 წლამდე გაზრდა, განსაკუთრებით განვითარებულ, მდიდარ ქვეყნებში.

დი გრეი მარტოსული “ჯადოქარი” სულაც არ არის, მის შეხედულებებს იზიარებს მეცნიერების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, რომლიც მუშაობს პროექტზე – “უმნიშვნელო დაბერების პროცესის სტრატეგია” (SENS). კებრიჯის ჭერქვეშ მიმდინარე ამ პროექტს დი გრეი ხელმძღვანელობს.

დაბერება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა რამდენადაც მედიცინა და გენური ინჟინერია განვითარების ახალ საფეხურებს იპყრობს და ყოვლისმომცველი ხდება, არაა გამორიცხული, რომ სიბერესაც ისევე ვებრძოლოთ, როგორც სხვა დაავადებებს.

დი გრეის აზრით, მათი პროექტის წყალობით ცივილიზაცია მიუახლოვდა ამ ეტაპს. ჯგუფი მიზნად ისახავს ყველა იმ ტექნოლოგიისა და ცოდნის, რომელიც შეიძლება გამოდგეს სიბერესთან ბრძოლის პროცესში, ერთ ადგილზე აკუმულირებას, მათ სისტემატიზაციას და ანალიზს.

“პროექტის ყველა ნაწილი შეიძლება იქცეს პრობლემის გადაწყვეტად. საცდელ ობიექტებზე ექსპერიმენტები 10 წელიწადში დასრულდება, შემდეგ კი, ასევე, 10 წელი იქნება საჭირო ადამიანებში ამის გადასატანად”, – აღნიშნავს დე გრეი.

ეს იდეა ვერ უზრუნველყოფს უკვდავებას, ადამიანები მაინც დაიღუპებიან სხვადასხვა უბედური შემთხვევების შედეგად – ავარიით, გრიპის ახალი სახეობით, გველის ნაკბენით, მაგრამ არა სიბერით.

არსებობს მოლეკულური და უჯრედული დაზიანების 7 ძირითადი ტიპი, რომლებიც უარყოფითად აისახება ჩვენს მდგომარეობაზე. მასში შედის დაღუპული უჯრედები, რომლებიც ვერ ჩანაცვლდნენ ახლებით და ასევე ქრომოსომების მუტაცია. თქვენ წარმოიდგინეთ, თითოეული მათგანისათვის ნაპოვნია ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომლებიც უკვე ან მატერიალური სახით არსებობენ, ან დამუშავების პროცესში არიან – არის იდეა, როგორ შეიძლება მოგვარდეს იგი.

მაგალითად, მიტოქონდრია, რომელიც უჯრედის სუნთქვის ენერგეტიკული სისტემა და ცენტრია, არის უჯრედის ერთადერთი ნაწილი (რა თქმა უნდა, ბირთვის გარდა), რომელსაც თავისი დნმ-ი გააჩნია. როგორც სხვა უჯრედული მექანიზმები, მიტოქონდრიაც შეიძლება “დაითრგუნოს” – არასწორად იმუშავოს, ან გაითიშოს, გენეტიკური მუტაციის ან დაზიანების გამო. შესაძლებელია კი ამ პროცესის გამოსწორება?

სწავლულები ამბობენ, რომ სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე თავისით შეასრულა ბუნებამ. მიტოქონდრიებს გააჩნიათ ათასი განსხვავებული ცილა, თითოეული მათგანი კოდირებულია საკუთარი გენით, მაგრამ თითქმის არც ერთი ეს გენი არაა მიტოქონდრიის დნმ-ში, ისინი არიან უჯრედის ბირთვში. ეს ცილები სწორედ ისევე იქმნება მიტოქონდრიების გარეთ, როგორც სხვა მათგან დამოუკიდებელი ცილები. TIM/TOM კომპლექსი (ცილების იმპორტის პროცესი) ახდენს საჭირო ცილების შეფერხებას. ცილების უჯრედული “ელექტროსადგურის” მხოლოდ 13 კომპონენტი არის კოდირებული მის დნმ-ში. ეს სწალულებს ამ 13 გენის კოპირების საშუალებას აძლევს ისე, რომ TIM/TOM-ს შეეძლოს მასთან მუშაობა, შემდეგ ეს გენი უნდა მოათავსონ ბირთვის ქრომოსომებში.

ამგვარად, თუ მიტოქონდრიული დნმ-ი დაზიანდება და ამ 13-დან ერთი ვერ მოახერხებს სინთეზირებას მიტოქონდრიასთან, იგი დაიწყებს გარედან საჭირო ცილების მიღებას. გენები ქრომოსომებში მიტოქონდრიულ დნმ-ზე უკეთ არიან დაცულები მუტაციისაგან. ამიტომ ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ ქრომოსომულ ასლებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას თითქმის ყველა ჩვენს უჯრედში ადამიანის ახლანდელ სიცოცხლისუნარიანობაზე გაცილებით ხანგრძლივად.

ასევე ამ პროექტის მკვლევარები მუშაობენ ყველა იმ პრობლემაზე, რომლებიც იწვევს სიბერეს. მაგალითად, უჯრედის გარეთ არსებული “ნარჩენები”. ორგანიზმში “დამლაგებლების” აქტივიზაციის გზები უკვე ნაპოვნია, რომლებიც გადაამუშავებენ ამ ნივთიერებებს. გარკვეულ ნალექებზე წარმატებით მუშაობს (შლის) პატარა ცილები, რომლებსაც ეწოდებათ beta-breaker-ი.

SENS-ის პროექტის ბიოლოგები იმედოვნებენ, რომ საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე ათასი წელი გახდება და ძირითადად სიცოცხლე შეიზღუდება ისეთი ფაქტორით, როგორიცაა უბედური შემთხვევა.

“ინტერმედია”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.