სკანდალი – “ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს სავარაუდოდ, 2020 წელს გადააყენებს“

2020 წლამდე “ქართულ ოცნებას“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება არ შეუძლია, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, ამ პერიოდამდე საქართველოში ვერც ერთი საარჩევნო სისტემა ვერ ამოქმედდება.

ამ სკანდალურ ინფორმაციას “2020NEWS“ -ს იურისტი ლევან ალაფიშვილი აწვდის, რომელიც სააგენტოსთან განმარტავს, თუ როგორ არის 2020 წლამდე სალომე ზურაბიშვილი ხელშეუხებელი.

“ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა. კერძოდ, თუკი პრეზიდენტი 2020 წლამდე გადადგება ან იმპიჩმენტით დაასრულებს მოღვაწეობას, რიგგარეშე არჩევნები ძველი სისტემით ვეღარ ჩატარდება, ახალი საარჩევნო სისტემა კი ვერ ამოქმედდება, რადგან არაპირდაპირი წესით, ანუ ხმოსნების მიერ მომავალი პრეზიდენტის არჩევა ძალაში 2020 წელს შედის. კონსტიტუციის გარდამავალი დებულების მიხედვით, სწორედ 2020 წლიდან უნდა შეიქმნას ხმოსნების სისტემა.

ინფორმაცია მაქვს, რომ აღნიშნულის გამო, “ქართული ოცნების“ ოფისში კონსტიტუციის ავტორებს საკმაოდ მოხვდათ, რადგან ასეთი ელემენტარულო რამ ვერ გაითვალისწინეს. ბოლომდე მათაც ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ისინი ვერც კი წარმოიდგენდენ, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის პირველივე წელს ასეთი მასშტაბის პრობლემებს შეუქმნიდა “ქართულ ოცნებას“,- განაცახდა ლევან ალაფიშვილმა.

ამასთან, იურისტი ლევან ალაფიშვილი “2020NEWS”-ს ეუბნება, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ხარვეზის გამო, მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას სწორედ 2020 წელს გეგმავს.

“მაქვს ინფორმაცია, რომ 2020 წლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან, სავარაუდოდ, “ქართული ოცნება“ იმპიჩმენტის წესით გადააყენებს.  2020 წლამდე სალომე ზურაბიშვილი ხელშეუხებელია, რადგან მას ხელში ოქროს გასაღები უჭირავს. სხვა შემთხვევაში, მმართველი პარტია არა თუ დაიწყებდა მისი იმპიჩმენტის პროცესს, არამედ შეწყალების სკანდალიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოც მისი გადაყენების მომხრე იქნებოდა“, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელებთან და ნარკორეალიზატორებთან ერთად, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებული პირი შეიწყალა, ამ სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძიებას ამ დრომდე აწამოებს. ამ ხმაურიანი შეწყალებების გამო, საზოგადოება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.