სკანდალური კადრები საარჩევნო უბნებიდან – შსს და ცესკო კომენტარს არ აკეთებენ

“რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები ჩანს, არც ცესკო და არც საგამოძიებო უწყებები, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებიან. ასევე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე

“რუსთავი2”-მა კადრები 15 დეკემბერს გაავრცელა. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალაში ჩანს, როგორ ყრიან სავარაუდოდ საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებიან კონვერტებს საარჩევნო ყუთებში, რასაც თან სდევს შესაბამისი დიალოგები.

რ 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო დმანისის 44-ე საარჩევნო უბანზეაგადაღებული, სადაც მათი ცნობით, ჩანს, თუ როგორ აწერს ხელს სავარაუდოდ კომისიის წევრი ამომრჩევლის ნაცვლად, კონვერტებში ათავსებს ბიულეტენებს და ბეჭედს არტყამს, შემდეგ კი კომისიის სხვა წევრი საარჩევნო ყუთში ყრის მათ. შემდგომ, ყუთში კონვერტებს კომისიის სხვა წევრებიც ყრიან. ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვაზე, თუ რას აკეთებენ, ისინი პასუხობენ, რომ ხმას აძლევენ.

კიდევ ერთი ვიდეო ისევ დმანისში, 24-ე უბანზეა გადაღებული. კადრში ჩანს რომ ქალი, რომელიც რ2-ის ცნობით, კომისიის წევრია, კონვერტს საარჩევნო ყუთში რამდენჯერმე ათავსებს, გარკვეულ მომენტში კი კომისიის სხვა წევრი უბანზე განთავსებულ კამერას ეფარება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.