სკვერში დაგებული ფილები მუშებმა ხელფასის გადაუხდელობის გამო აყარეს – რუსეთში დარეგიტრირებულმა კომპანიამ, 636 653 ლარი გაფლანგა

ზესტაფონში, სკვერში დაგებული ფილები მუშებმა აყარეს. მიზეზი კი სახელფასო დავალიანება გახდა.

სკვერის სარეაბილიტაციოდ სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე მეტი – 636 953 ლარი გამოყო. ტენდერში რუსეთში რეგისტრირებული კომპანიის ქართულმა ფილიალმა შპს “ნიკარემსტრომ” გაიმარჯვა. მასთან კონტრაქტი 2018 წლის 30 აგვისტოს გააფორმეს და ავანსის სახით 127 000 ლარიც გადაუხადეს.

თებერვალში ცხადი გახდა, რომ “ნიკარემსტროი” ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, თუმცა კონტრაქტის გაწყვეტისა და დაჯარიმების ნაცვლად, ზესტაფონის მერიამ მასთან ხელშეკრულება კიდევ ორი თვით გაუგრძელა.

კომპანიამ ვალდებლებები ვერც ორ თვეში შეასრულა და არც დაქირავებულ მუშებს გადაუხადა ხელფასი.

მუშების მიერ ფილების აყრის ფაქტს ზესტაფონის მერიაში ადასტურებენ, თუმცა მიზეზად არა ხელფასების გადაუხდელობას, არამედ სულ სხვა ფაქტორს ასახელებენ. ამბობენ, რომ ფილების ზომა არ მოსწონთ და ადგილზე სხვა ფორმის ფილები დაიგება.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ “ნიკარემსტროიმ” აღნიშნული ტენდერი წესების სრული დაცვით მოიგო. ხელშეკრულების გაფორმებამდე კი მისი ისტორიაც გადამოწმდა.

ინტერვიუს ეს მონაკვეთი პირწმინდა სიცრუეა, რადგან ზესტაფონის მერიაში “ნიკარემსტროის” ისტორიით ნამდვილად რომ დაინტერესებულიყვნენ, აღმოაჩენდნენ, რომ 2016 წელს დაფუძნებული შპს პირველივე ტენდერის შემდეგ, სერიოზულ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. “ნიკარემსტროის” თიანეთის რაიონში სამი სოფლის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაევალა, თუმცა საქმის ფიქტიურად შესრულებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების გამო, ფირმის დირექტორი და თიანეთის გამგეობის ოთხი თანამშრომელი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.