სკოლებში ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო ხდება, მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების ინიციატივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სკოლებში სავალდებულო ხდება ვიდეოკამერების დამონტაჟება. მისი თქმით, მანდატურის მინიმალური ასაკი 22 წლით განისაზღვრა და ასევე მას მოეთხოვება, რომ პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჰქონდეს. გარდა ამისა, აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ.

„სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. ასევე, ამ ცვლილების შედეგად, მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება. განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. პირადი გასინჯვა იცვლება უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებით, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს და სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.