სლოვაკეთში დააკავეს ქალი, რომელიც მეზობლებს 16 წელი ვერდის ოპერას ასმენინებდა

სლოვაკეთის ქალაქ შტუროვოს მცხოვრები ქალი, რომელიც მეზობლებს 16 წლის განმავლობაში ჯუზეპე ვერდის ოპერას „ტრავიატას“ ასმენინებდა, დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

ევა ნ. 4-წუთიან არიას ყოველ დღე დილის 6 საათიდან ღამის 10 საათამდე უსმენდა, რის გამოც მის სახლს საოპერო თეატრი შეარქვეს.

ქალის თქმით, ის სამაგიეროს უხდიდა მის მეზობლებს, რომლებსაც ძაღლი ჰყავდათ და ხმამაღლა ყეფდა. თუმცა ძაღლის სიკვდილის შემდეგაც ოპერის მოყვარულს ტრადიცია არ დაურღვევია.

2015 წელს ქალაქის მერმა ქალს მუსიკის მუდმივად მოსმენა აუკრძალა. მომდევნო 2 წელი და 3 თვე მას ოპერა ხმამაღლა აღარ მოუსმენია, თუმცა 2017 წლის სექტემბერში ის ჩვევას კვლავ დაუბრუნდა.

2018 წელს უზენაესმა სასამართლომ მისთვის მუსიკის მოსმენის აკრძალვას მხარი დაუჭირა და ახლა ქალს 1,5-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.