სნოუდენმა ყველაზე უსაფრთხო მესენჯერები დაასახელა

ედვარდ სნოუდენი

ედვარდ სნოუდენი

ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა ყველაზე უსაფრთხო მესენჯერები დაასახელა. ფრანგულ რადიოსადგურ France Inter-თან ინტერვიუში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეებმა WhatsApp-ითა და Telegram-ით სარგებლობისგან თავი უნდა შეიკავონ.

„ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც WhatsApp-ს იყენებს, შეცდომას უშვებს. ამ მესენჯერს Facebook-ი ფლობს და ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ დაცვის ყველა დონეს შლიან“, – განაცხადა სნოუდენმა.

მისივე თქმით, სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას WhatsApp-ითა და Telegram-ით სარგებლობა სჯობს, თუმცა ყველაზე უსაფრთხო მესენჯერებად მან Signal-ი და Wire-ი დაასახელა.

სნოუდენი 2013 წელს აშშ-დან გაიქცა და გაასაჯაროვა ამერიკელ და უცხოელ მოქალაქეებზე თვალთვალის სისტემა, რომელიც NSA-მ (ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ) და CIA-მ (ცენტრალური დაზვერვის სააგენტო) შექმნეს. ახლა ის რუსეთში ცხოვრობს, რომელმაც მას თავშესაფარი და ცხოვრების უფლება მისცა. რამდენიმე დღის წინ სნოუდენმა განაცხადა, რომ 2013 წელს თავშესაფარი საფრანგეთსაც სთხოვა.

17 სექტემბრიდან ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის მოგონებების წიგნი გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.