სომალიში ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა

სომალიში მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა. დანაღმული ავტომანქანა მოგადიშოს სავაჭრო ცენტრთან, რესტორნის სიახლოვეს აფეთქდა. ინფორმაციას gulf-times-ი ავრცელებს.

ტერაქტს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტის უკან რადიკალური დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ დგას. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.