სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი – ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება – მორიგი ხაფანგი?

რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი.

ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა.

„მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე განიხილება უკვე არსებული ავიარეისების სიხშირის ზრდის შესაძლებლობა. მაგალითად, Georgian Airway ასრულებს კვირაში 7 ავიარეისს თბილისს და ერევანს შორის და განიხილება დამატებითი რეისების დანიშვნა,“ – ამბობს ის.


სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის საავიაციო საკითხებში აკოპ ჩაგარიანის თქმით, ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც ახორციელებდნენ რეისებს საქართველოდან რუსეთში, უკვე ემზადებიან სომხეთის გავლით ფრენებისთვის.


„მთავარი გადამზიდავი იქ არის Georgian Airway – Airzena, რომელიც არის ჩვენი ავიაკომპანია Armenia-ს პარტნიორი, და ალბათ სწორედ ის შეასრულებს რეისებს ერევნის ამ გიუმრის გავლით რუსეთის მიმართულებით,“ – განაცხადა მან.


ავიაკომპანია Armenia-ს დირექტორის მოადგილის გევორკ ხაჩატრიანის თქმით, 9 ივლისიდან კომპანია გეგმავს ახალი რეისების დანიშვნას ორ მიმართულებაზე – მოსკოვი-ერევანი და ერევანი-თბილისი.


პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ რუსი ავიაგადამზიდავები დაიწყებენ საქართველოს მიმართულებით ფრენებს ბაქოს გავლით.


„ძირითად რუს გადამზიდავებს აქვთ პარტნიორული შეთანხმებები აზერბაიჯანულ Azal-თან და სავარაუდოდ, აზერბაიჯანული მხარე გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს ამ რეისების თავისკენ გადმოქაჩვისთვის,“ – აღნიშნა ჩაგარიანმა.

kavkasia.net

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.