სომხეთში „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონი მიიღეს – 10 წელი ციხე და ქონების კონფისკაცია

სომხეთის პარლამენტმა „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ  ბოლო წაკითხვით კანონი მიიღო.  პირებს, რომლებსაც დაუმტკიცდებათ „დანაშაულებრივი სუბკულტურული ჯგუფის შექმნა ან ლიდერობა“ და პირებს, რომლებიც „კანონიერ ქურდებად“ იწოდებიან, 10 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.

თუკი დანაშაულებრივი ჯგუფი შეიქმნება პატიმრის, „კანონიერი ქურდის“, სამხედრო ოფიცრის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ, სასჯელი შეიძლება 12 წლით პატიმრობამდე გაიზარდოს.

საქართველოში ეს კანონი 2004 წელს მიიღეს, ხოლო რუსეთში 2019 წელს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.