სოფელ ატოცის მახლობლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია

ქარელის მუნიციპალიტეტის მოსაზღვრე სოფელ ატოცის სიახლოვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია. შემთხვევის ადგილი გამყოფი ხაზიდან დაახლოებით 150 მეტრითაა დაშორებული. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილმა განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

„გამყოფი ხაზიდან დაახლოებით 150 მეტრში ცეცხლი ბალახს მოედო. დეფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის კერები პერიოდულად ქრება და შემდგომ რამდენიმე ადგილზე თავი კვლავ იჩინა. ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟი უკვე გზაშია და ყველანაირი რისკის თავიდან აცილების მიზნით ცოტა ხანში ადგილზე იქნება“, – განმარტა ზაზა გულიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.