სოფელ მეჯვრისხევს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს

რუსული ვერტმფრენი სოფელ მეჯვრისხევის თავზე – არსებული ინფორმაციით, გორის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. ისინი სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით, ცხინვალიდან მიფრინავდნენ.

როგორც “რუსთავი2”-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ხაზთან რუსული ვერტმფრენების ფრენის ფაქტთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე აცნობა.

სუს-ის ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.