სროლა თეთრ სახლთან- საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლის სრული ევაკუაცია მოახდინა

ამერიკელი სამართალდამცველები თეთრ სახლთან მომხდარ სროლას იძიებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად რამდენიმე გასროლის ხმა საღამოს გაისმა.

ინცინდენტის ამსახველი მომენტი თვითმხილველებმა გადაიღეს. სროლის დროს დონალდ ტრამპი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა. საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლში უსაფრთხოება გააძლიერა და შენობის სრული ევაკუაცია მოახდინა. გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.

ძალოვანების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სუიციდის შემთხვევას. მედიის ცნობით, გასროლა შუახნის მამაკაცმა განახორციელა, რომელსაც დემონსტრაციული თვითმკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.