„სრული კატასტროფა ხდება მთაწმინდის უბნებზე…“

სამოქალაქო აქტივისტი,ირაკლი კუპრაძე ინფორმაციას ავრცელებს:

„სრული კატასტროფა ხდება მთაწმინდის უბნებზე, შენობის შიგნით დგანან დამკვირვებლები, რომლებიც იწერენ მომსვლელი ამომრჩევლების მონაცემებს, შემდეგ დაუწყებენ აწიოკებას ჯერ არ მოსულ ხალხს და იძულებით მიიყვანენ უბნებზე.

თავის დაზღვევის მიზნით ყველა უბანს გარედან უწყვეტ რეჟიმში იღებენ უცხო პირები, ამოუცნობი დაუმოწმებელი ბეიჯებით, რომლებიც ამბობენ რომ ტვ იმედთან თანამშრომლობენ.

TV Imedi არ გინდათ რაიმე პასუხი გასცეთ ამ ყველაფერს?

არაერთხელ ითქვა, რომ მსგავსი პრაქტიკა არის მიუღებელი და ამომრჩევლის ნების კონტროლი, რაც დაუშვებელია !!!

გრიგოლ გეგელია / Grigol Gegelia-ს დამკვირვებლები პარალელურ რეჟიმში გვაწვდიან ინფორმაციას, ფოტო-ვიდეო კადრებს უბნებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.“

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.