“სტალინმაც და ბერიამაც კარგად იცოდნენ მწერლის ფასი” – რატომ ემუქრებოდა ლავრენტი ბერია კონსტანტინე გამსახურდიას

მთაწმინდაზე ადრევე უარი თქვა, საქართველოს დამაქცევარის გვერდით არ დავიმარხებიო რამდენიმე წელია წიგნი არ გამომიცია და ბერიას უთხარი, ტირაჟი და ჰონორარი გამიორმაგოსო. ლავრენტი მწერალს დაემუქრა, გაჩერდეს, თორემ კიდევ ერთხელ დავაპატიმრებთო, მაგრამ…

“მთელი ჩემი იდეალები დაინგრა. კერძო ცხოვრება და სიხარული აღარ შემრჩა. სრულიად უვარგისი გავხდი ამ ცხოვრებისათვის… უნივერსიტეტში არ მიშვებენ, საზღვარგარეთ წასვლის ნებას არ მაძლევენ, არც ჟურნალისა და გაზეთის გამოცემის ნებას მაძლევენ, პირზე ბოქლომი მაძევს, ხელ-ფეხი შეკრული მაქვს. მარტო ვარ მილეთის მტრების წინააღმდეგ… ათასწილად მირჩევნია ციხეში ვყავდეთ. მინდა, გადავვარდე სადმე მოუსავლეთში, მაგრამ ვაი, რომ დავიღალე ამდენი ყიალით და გული აღარ მერჩის… ახლა ისე გამოფიტული ვარ… ძილი აღარა მაქვს, თვალები მტკივა, ნერვები აღარ მივარგა…” – სწერს კონსტანტინე გამსახურდია თავის მეუღლეს, რებეკა ვაშაძეს, 1925 წელს… და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო… ვისი მფარველობით შეინარჩუნა მწერალმა ფიზიკური და შემოქმედებითი სიცოცხლე – ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება.

– 30-იან წლებში მწერალთა ერთ ჯგუფს ლავრენტი ბერიამ კომუნისტურ პარტიაში შესვლა შესთავაზა. კონსტანტინეს ხუმრობით უთქვამს: პარტიაში როგორ არ

შევიდოდი, მაგრამ ვიცი, მალე გასარიცხი ვიქნებიო. ბერიას გასცინებია და ძალა არ დაუტანებია. ლავრენტი მფარველობდა კონსტანტინეს, ბევრჯერ დაეხმარა. მწერალი თბილისში მის სახლში დადიოდა, მოსკოვშიც აკითხავდა. არსებობს ბერიასთვის გაგზავნილი კონსტანტინეს წერილები. “მთვარის მოტაცების” ფინალში სწორედ ლავრენტი ბერიაა გამოყვანილი პენსნეიანი ცეკას ახალი მდივნის პერსონაჟის სახით.
– მაინც რა იყო ბატონი კონსტანტინეს მიმართ ბერიას ასეთი უჩვეულო კეთილგანწყობის მიზეზი?
– ლავრენტი აფხაზეთიდან იყო, ამ მხარეზე ზრუნავდა, ცდილობდა, იქ ქართველი მოსახლეობა შესულიყო. მაშინ აფხაზეთი სეპარატიზმის იმავე გზას ადგა, როგორც ეს დღეს ხდება. “მთვარის მოტაცება” აფხაზებზეა დაწერილი: ზვამბაიები, თარაშ ემხვარი, თამარ შერვაშიძე – ყველანი აფხაზები არიან. ბერიას უყვარდა ეს რომანი. მისი ცოლი – ნინო გეგეჭკორი მეგრელი იყო. სახლში ნინოს და ლავრენტის სასაუბრო ენა მეგრული გახლდათ. მართალია, თავად ლავრენტი წიგნებს არ კითხულობდა, მაგრამ ნინო განათლებული ქალი იყო. სამსახურიდან ღამე დაბრუნებულ ქმარს ქალი 2 წლის მანძილზე “მნათობში” დაბეჭდილ “მთვარის მოტაცებას” უკითხავდა. ლავრენტის სიამოვნებდა აფხაზური ამბების, თქმულებებისა და ლეგენდების მოსმენა – ეს საკუთარ ბავშვობას ახსენებდა. ასე რომ, რომანის მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობილმა ბერიამ მოგვიანებით რომანის სამ წიგნად გამოცემასა და რუსულად თარგმნის საქმეს შეუწყო ხელი.

განაგრძეთ  კითხვა

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.