სტამბულში 50 წლის ქართველი ემიგრანტი მოკლეს – გამოძიება გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს

სტამბულ ათაშეირში 50 წლის ქართველი ემიგრანტი მაიკო ძიძიგური შვილის მეგობარმა სახლში შიშველ მდგომარეობაში მოკლული იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ემიგრანტის იმედის” დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, თურქეთის პოლიცია გაუპატიურებაზე და მერე მკვლელობაზე იძიებს საქმეს. მაიკო ძიძიგური წლებია თურქეთში ოჯახის სარჩენად იყო გადახვეწილი.

ის უკეთილშობილესი შრომისმოყვარე და სიკეთით სავსე იყო, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დღეს დასრულდა. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. (შოთო სიხარულიძის არხის ექსკლუზივი) სხვა დამატებით დეტალებს არ ვახმაურებთ შეგნებულად”, – წერს შოთო სიხარულიძე.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.